Monday, December 21, 2009

პროექტის შეფასების რუბრიკა

შეფასების რუბრიკა

სარგებლის დარიცხვის წესები

1.პროექტის სახელი: სარგებლის დარიცხვის წესები.
2.პროექტის მოკლე აღწერა1-2 წინადადებით: მოსწავლეები განიხილავენ საქართველოში არსებული ყველა ბანკის პირობებს. მარტივი პროცენტის დარიცხვის წესს. რთული პროცენტის დარიცხვის წესს.
აგრეთვე იყენებენ პროგრესიების ფორმულებს და ერთმანეთს ადარებენ ამ წესებს.
3.პროექტის სრული აღწერა:წინასწარ მოძიებული ინფირმაციის საფუძველზე აირჩევენ თითო-თითო ბანკს (სურვილის მიხედვით) და დაასაბუთებენ არჩეული ბანკის მარტივი და რთული პროცენტის დარიცხვის წესებს.
ბანკში შეტანილ a თანხას დაერიცხება p% n-წლის შემდეგ. მარტივი
პროცენტის დარიცხვის მიხედვით a (1+0.01pn) ლარი იქნება.
ეს არითმეტიკული პროგრესიაა, რომლის სხვაობაა 0.01ap .
რთული პროცენტის დარიცხვის წესით a(1+0.01p) ხარისხად nლარი იქნება-გეომეტრიული პროგრესია, რომლისმნიშვნელია (1+0.01p) ამით მოსწავლეები გაერკვევიან ბანკში აბარზე პროცენტის დარიცხვის ზოგიერთ წესს. დააკავშირებენ არითმეტიკულ და გეომეტრიულ პროგრესიებს.
შემდეგ გამოაქვეყნებენ თავიანთ შეხედულებებსა და მოსაზრებებს საიტზე/ბლოგზე.
4.მონაწილეთა ასაკი: 15-17 წელი.
5.ვადები/ ხანგრძლივობები: ერთი თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში. ინდივიდუალურად გაესაუბრონ თითოეული ბანკის მენეჯერს (ინფორმაციის დასაზუსტებლად.)
გამოიყენონ მათემატიკური ცოდნა პრაქტიკული ამოცანების ამოსახსნისას. შემჩნეული კანონზომიერების მიხედვით განივითარონ ვარაუდის (ჰიპოთეზების) გამოთქმის ჩვეევები და შეძლონ ამ ვარაუდის არგუმენტირება.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: ინტერვიუები. ფოტოები. სასარგებლო რჩევები -არსებული ინფორმაციის მიხედვით.შევქმნით ერთობლივად შესაბამის საიტს/ბლოგს.სადაც განთავსდება მოძიებული ინფორმაცია,საიდანაც შეეძლებათ არჩევანის გაკეთება.
8. სარგებელი სხვებისთვის: ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება არჩევანის გასაკეთებლად.
9.სამუშაო ენა: ქართული.
10. მონაწილეები სხვა სკოლიდან.
11. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მათ.X.5.(10) წყვეტს პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარე პრობლემებს.
1.მსჯელობს ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით წამოჭრილი ეთიკური/სოციალური ხასიათის პრობლემებზე (სხვა დასხვაგვარი ინფორმაცია ინტერნეტში: საინფორმაციო ტექნოლოგიების/პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლის უფლება/ მოვალეობა)
12.პროექტის ფასილიტატორი: ეკა ხიჯაკაძე.
13. ფასილიტატორის ელ- ფოსტა: ekaxijakadze@gmail.com.
14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://ekaxijakadze.blogspot.com